იავნანა ომს

ახმეტელის თეატრი 17 მაისი 2018 19:00

რეჟისორი: ირაკლი გოგია
მუსიკალური გაფორმება: ნუკრი ცისკაძე
მხატვარი: მარიკა კვაჭაძე
ოთარ ქათამაძის ტექსტის მიხედვით

მონაწილეობენ:
ვერონიკა კალანდარიშვილი, მაიკო ვაწაძე, ანდრია გველესიანი, გიორგი ცხადაძე, ოთო ჩიქობავა.

ანოტაცია
ომი და სამყარო, ომი ბავშვების – პატარა გოგონებისა და ბიჭების თვალით, ომის სათამაშოები, ნაომარი თოჯინები, ტანკგადავლილი კუბიკები, სათამაშო თოფები, რომელიც ნამდვილმა, ცივმა და საზარელმა იარაღებმა შეცვალა...
,,უთხარით, რომ მას იცავენ, საიმედოდ იცავენ... უთხარით, რომ ცხრა მთის იქით და ცხრა ზღვას იქით სხვები არიან, იქ სიმშვიდეა და მას უღიმიან, მაგრამ არ ელიან..."

სპექტაკლი ერთ მოქმედებად, ხანგრძლივობა 60 წუთი