ზურიკელას სკოლა

15 B

ნოდარ დუმბაძის დარბაზი 20 მაისი 2018 12:00

ზურიკელას სკოლა
ხანგრძლივობა 2 საათი.
პირველი ასაკობრივი კგუფი 6- 10 წლის 12: 00 -14:00 სთ;
მეორე ასაკობრივი ჯგუფი 11 – 14 წლის 14:30 – 16:30 სთ.

4 თებერვლიდან ნოდარ დუმბაძის ფონდი გიწვევთ „ზურიკელას
სკოლაში“ ყოველ კვირა დღეს.
ორი საათის განმავლობაში თქვენს შვილებთან ლიტერატურულ-შემეცნებით შეხვედრებს
გაუძღვებიან საბავშვო მწერლები (ვასო გულეური, ლელა ცუცქირიძე ,ირმა ბერიძე) საინტერესო საუბრები
ლიტერატურაზე; შეხვედრები მოწვეულ სტუმრებთან ხელოვნების სხვა და სხვა სფეროდან. კითხვა,
ქართული და უცხოური ლიტერატურის და ხელოვნების გაცნობა; მწერალთა ბიოგრაფიები, უცნობი ამბები
ხელოვანთა ცხოვრებასა და შემოქმედებაზე.
მსჯელობა წაკითხულის შესახებ; ტექსტის ანალიზი; მხატვრული ნაწარმოებების პერსონაჟების განხილვა,
მათი ვიზუალური გამოსახულებების შექმნა; თხრობის კულტურა, მართლწერა, წიგნის ილუსტრირების
ხელოვნების შესწავლა და ხელნაკეთი წიგნების დამზადება! ხატვა, გამოჭრა, ძერწვა, აპლიკაციები,
თემატური რებუსები კროსვორდები, გამოცანები, ვიქტორინები.და სხვა შემეცნებით-გასართობი
აქტივობები.
შეხვედრები გაიმართება ორი ასაკობირივი ჯგუფისთვის - 6-10 და 11-14 წლის ბავშვებისათვის.
თითოეულ ჯგუფში მხოლოდ 15 ბავშვი.

ეროვნული ბიბლიოთეკის მეხუთე კორპუსი- ნოდარ დუმბაძის დარბაზი.
თბილისი, საბურთალო . სულხან ცინცაძის 63. (ყოფილი საბურთალოს ქუჩა)


I ასაკობრივი ჯგუფი (6-10) - 15 B

-
1
+

II ასაკობრივი ჯგუფი (11-14) - 15 B

-
1
+