მთავარი / როგორ მოვამზადოთ კვლევის დიზაინი და ჩავატაროთ კვლევა?!
როგორ მოვამზადოთ კვლევის დიზაინი და ჩავატაროთ კვლევა?!

17 მაისი

საქართველოს უნივერსიტეტი 17 მაისი 2018 - 19:00

30B

ერთ ჯერზე შესაძლებელია მაქსიმუმ 10 ბილეთის შეძენა

მასტერკლასი მოიცავს შემდეგ თემებს:
1. რა არის კვლევის დიზაინი და რა საჭიროა ის.
2. რას მოიცავს და როგორ უნდა გავწეროთ კვლევის დიზაინისთვის აუცილებელი
კონკრეტული ეტაპები - მეთოდოლოგიური და პროცედურული ნაწილები.
3. კვლევის ძირითადი მეთოდები - რაოდენობრივი და თვისებრივი.
4. შერჩევის მეთოდები - ალბათური და არაალბათური.
5. როგორ ჩავატაროთ კვლევა.

პრაქტიკული დავალება:
ინფორმაციული სესიის ბოლოს, მონაწილეები დაყოფიან ჯგუფებად და მოამზადებენ
კვლევის დიზაინს მათთვის აქტუალურ/სასურველ თემაზე - როგორც მეთოდოლოგიურ,
ასევე პროცედურულ ნაწილებს.

მასტერკლასს უძღვება მარი ბანძელაძე - სოციალურ მეცნიერებათა დოქტორი, საქართველოს უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი.
მარის აქვს მარკეტინგული და სოციოლოგიური კვლევების დაგეგმვის, მართვის და
ანალიტიკის 15 წლიანი გამოცდილება - როგორც ორგანიზაციულ დონეებზე (ACT, TNS), ასევე პერსონალურად - დამოუკიდებელი ექსპერტის სახით.
ამასთან, ის უკვე 10 წელია წარმატებით ეწევა აკადემიურ საქმიანობას - შეიმუშავებს და
უძღვება არაერთ სალექციო კურსს საქართველოს წამყვან უმაღლეს სასწავლებლებში.
მისი პროფესიული უნარ-ჩვევები, ასევე მოიცავს მსხვილ ფინანსური ინსტიტუტებში
მარკეტინგის, გაყიდვებისა და პროდუქტის განვითარების 10 წლიან გამოცდილებას.

ვორქშოფზე დასასწრებად, გთხოვთ, გაიაროთ რეგისტრაცია
: https://goo.gl/dJPfYQ
რეგისტრაციისა და თანხის ჩარიცხვის ბოლო ვადაა 15 მაისი.

17-18 მაისი, ხანგრძლივობა: 19:00 - 22:00
ღირებულება მოიცავს ორივე დღის ბილეთს.

მისამართი: საქართველოს უნივერსიტეტის 710-ე აუდიტორია.


17 მაისი

საქართველოს უნივერსიტეტი 17 მაისი 2018 - 19:00

30B

ერთ ჯერზე შესაძლებელია მაქსიმუმ 10 ბილეთის შეძენა

საერთო სივრცე - 30 B

-
1
+
დააკლიკეთ რუკის სანახავად