Stand Up

23 აგვისტო

ბათუმის სახელმწიფო მუსიკალური ცენტრი 23 აგვისტო 2018 - 20:30

65B - 200B

ერთ ჯერზე შესაძლებელია მაქსიმუმ 10 ბილეთის შეძენა

Stand Up-ი საქართველოს კიდევ ერთხელ ესტუმრება 23 აგვისტოს, 20:30 საათზე, ქართულ აუდიტორიას დაუვიწყარი შოუს ნახვის საშუალება ეძლევა ბათუმის სახელმწიფო მუსიკალური ცენტრის სცენაზე. ყველასთვის საყვარელი სტენდაპერი ივან აბრამოვი, ვიკტორ კამაროვი და სლავა კომისარენკო მთელი საღამოს მანძილზე იზრუნებენ თქვენს ამაღლებულ განწყობაზე. სტენდ აპის ყველაზე ინდელიგენტ კომიკოსად წოდებული ივან აბრამოვი სრულიად ახალი პროგრამით წარუდგება ქართველ მაყურებელს. აბრამოვი დიდიხანია ამ სფეროში მოღვაწეობს. ის თავდაპირველად КВН- ის მონაწილე იყო, შემდეგ კი შეუერთდა რუსულ სტენდ აპს, სადაც განაგრძო აუდიტორიის გამხიარულება მონოლოგებით. ივანის შოუები გამოირჩევა სტენდ აპის ჩვეული ფორმატისაგან, ის თავის სოლო წარმოდგენაში მუსიკალურ აკომპანირებას ურთავს. მის გამოსვლებში მკვეთრად არის გამოხატული გულახდიობა - ბევრ პირადულ თემას ეხება. აბრამოვთან ერთად საქართველოს კიდევ ერთხელ ეწვევა ვიკტორ კამაროვი. რუსული ფილმინდუსტრიიდან სტენდაპამდე მან საკმად დიდი გზა გაიარა. ერთი პერიოდი КВН- ის გუნდის წევრიც იყო, თუმცა მალევე მიხვდა რომ კომედიის ჟანრში გუნდური მუშაობა და ჩარჩოები მისთვის არ იყო მომხიბვლელი. კამაროვს მიაჩნია, რომ სტენდ აპ ფორმატი მას აძლევს საშუალებას შეეხოს ნებისმიერ თემას, კარგად დაიჭიროს მაყურებლის რეაქცია და იმპროვიზირებაც მოახდინოს. ბელორუსიელი კომიკოსი სლავა კომისარენკო პირველად ჩამოდის საქართველოში. ის 18 წლიდან ამ ჟანრში მუშაობს. სლავა ძალიან თვითკრიტიკულია და ბევრს მუშაობს საკუთარ თავზე. მას სჯერა, რომ რაც უფრო მეტს დაწერ, მით უფრო მაღალი იქნება შენი ხუმრობების ხარისხი. ბათუმის შოუს შემდეგ მსგავსი დაკომპლექტებით - რამოდენიმე წამყვანი არტისტი ერთად, აღარ წარსდგება მაყურებლის წინაშე, რადგან სტენდ აპი ცვლის კონცერტების ფორმატს. არ გაუშვათ ხელიდან ბოლო შანსი ნახოთ თქვენი საყვარელი კომიკოსები ერთად და გაილამაზოთ საღამო.

23 აგვ.

ბათუმის სახელმწიფო მუსიკალური ცენტრი 23 აგვისტო 2018 - 20:30

65B - 200B

ერთ ჯერზე შესაძლებელია მაქსიმუმ 10 ბილეთის შეძენა
დააკლიკეთ რუკის სანახავად