10B

ფაბრიკა 15 ივნისი 2018 19:00
ერთ ჯერზე შესაძლებელია მაქსიმუმ 10 ბილეთის შეძენა

რა არის Fuckup Nights?
Fuckup Nights არის გლობალური მოძრაობა და ღონისძიებების სერია, რომელიც გადმოსცემს პროფესიული მარცხის ისტორიებს. თვეში ერთხელ, მსოფლიოს სხვადასხვა ქალაქში 3-4 წარმატებული ადამიანი საკუთარ საქმიან წარუმატებლობას ფართო აუდიტორიას უზიარებს.

ბიზნესისტორიები, რომლებსაც მოჰყვა მარცხი და იმედგაცრუება, პარტნიორული ურთიერთობა, რომელიც გაფუჭდა, პროდუქტი რომელიც წარუმატებელი გამოდგა. ჩვენ მოვისმენთ ყველაფერს! Fuckup Nights მოძრაობა დაიწყო 2012 წელს მექსიკაში და დღეს უკვე მთელი მსოფლიოს მასშტაბით 80 ქვეყანასა და 252 ქალაქში მიმდინარეობს.

ვისთვის ვაკეთებთ?
მეწარმეებისთვის, ბიზნესმენებისთვის, აღმასრულებელი დირექტორებისთვის, მენეჯერებისთვის, შემოქმედებითი პროფესიონალებისთვის, სტუდენტებისთვის... Fuckup Nights არის ყველასთვის, ვისაც სურს ისწავლოს სხვის შეცდომებზე, დრო გაატაროს კარგ გარემოში საინტერესო ადამიანებთან ერთად.

ვინ არიან სპიკერები?
ჩვენი სპიკერები არიან ადამიანები ვინც, განიცადა მარცხი, არ დანებდა, ისწავლა, გააგრძელა მოძრაობა და მზად არის საკუთარი გამოცდილების სხვებისთვის გასაზიარებლად.

როდის და სად?
გელოდებით 15 ივნისს, 19:00 საათზე, ფაბრიკაში (ეგნატე ნინოშვილის ქუჩა #8) ყველაზე საინტერესო ბისზნესისტორიების მოსასმენად.

ღონისძიება ორგანიზებულია Tbilisi Startup Bureau, Impact Hub Tbilisi, Fabrika Hostel და Fabrika • ფაბრიკა პარტნიორობით.


საერთო სივრცე - 10 B

-
1
+