Blues Fest

20B - 70B

ლაგოდეხი 23 ივნისი 2018 19:00

ერთ ჯერზე შესაძლებელია მაქსიმუმ 10 ბილეთის შეძენა

კომპანია „ბლუზფესტ-ჯი-ს“ მიერ ორგანიზებულ რიგით მეორე ბლუზფესტივალს ლაგოდეხში ლეგენდარული, უაღრესად მოთხოვნადი ბლუზვოკალისტი დეტრა ფარი გახსნის; ის ბლუზფესტივალს ბლუზის მექადან, ჩიკაგოდან ესტუმრება.

დეტრა ფარი საუკეთესო ბლუზის ქალ ვოკალისტად არის აღიარებული ჩიკაგოში. მის ხმას ახასიათებენ როგორც ცეცხლოვანს, ენერგიულსა და სულისშემძვრელს.

2015 წელს ვოკლისტმა ჩიკაგოს ბლუზის უმაღლესი ჯილდო, „ლეგენდარული ბლუზარტისტის“ წოდება მიიღო, რასაც მომდევნო წლებში „ყველაზე პოპულარული და მოთხოვნადი ბლუზარტისტის“ წოდება მოჰყვა.

2017 წელს დეტრა ფარმა კოკო ტეილორის სახელობის ჯილდო მიიღო, მას „ბლუზის დედოფლის“ წოდება მიანიჭეს. ფარის შემოქმედება სცდება კლასიკური ბლუზის საზღვრებს, იგი იდეალურად ახერხებს მსმენელს ბლუზის, პოპმუსიკისა და სოულის ნაზავი შესთავაზოს. სწორედ ეს ხდის მას მოთხოვნად ვოკალისტად მსოფლიოს მასშტაბით.ბოლო წლების განმავლობაში დეტრა ფარმა 200-მდე ტურნე მოაწყო ევროპაში. „დეტრა ფარის შოუს ნახვა სავალდებულოა!“ - ეს არის ის მოკლე, მაგრამ მრავლისმთქმელი კომენტარი, რასაც ვოკალისტის მსმენელები და ასეულობით რეცენზენტი მისი ყოველი კონცერტის შემდეგ ამბობენ.