გონივრული ლიდერობა

1950B

სასტუმრო "ციტრუსი" 27 სექტემბერი 2018 10:00

ერთ ჯერზე შესაძლებელია მაქსიმუმ 10 ბილეთის შეძენა

გსურთ იყოთ წარმატებული თქვენს ბიზნესში?
გინდათ დაეხმაროთ სხვებს გახდნენ წარმატებული ლიდერები?
გინდათ შექმნათ გარემო, სადაც ადამიანებს მოუნდებათ ყოფნა?
მაშინ ეს ტრენინგი თქვენთვისაა!

გაიარეთ რეგისტრაცია რობი სტაინჰაუსის ტრეინინგზე https://goo.gl/Gz4NgA

ტრენინგის მთავარი თემებია:
• წარმატებული ბიზნესის განმაპირობებელი მოდელები;
• თქვენი წინსვლის დამაბრკოლებელი ფაქტორების გამოვლენა;
• ბიზნესის წარმართვის და გაფართოების პრაქტიკული საშუალებები;
• ხედვის ჩამოყალიბების, საკუთარი თავის შთაგონებისა და სხვების მოტივირების სავარჯიშოები;
• შედეგიანი და ძლიერი საშუალებები ფსიქოლოგიური წინაღობების გადასალახად;
• ქოუჩინგისა და თვითქოუჩინგის უახლესი ტექნიკები.

ვინ არის რობი სტაინჰაუსი?!
ტრენინგის პროგრამის ავტორია ლიდერობის ექსპერტი, ლონდონის NLP School-ის დამფუძნებელი და წამყვანი ტრენერი რობი სტაინჰაუსი (Robbie Steinhouse), პროგრამა შედგენილია მისი ბოლო წიგნის „გონიერი ბიზნეს ლიდერობა“ (Mindful Business Leadership) მიხედვით.
რობი სტაინჰაუსის საავტორო პროგრამა „გონიერი ბიზნეს ლიდერობა“ აკრედიტირებულია სტანდარტების ოფისის CPD-ის მიერ.
მას აქვს მრავალწლიანი გამოცდილება ბიზნეს ლიდერობის, ქოუჩინგისა და ნლპ-ის სწავლებაში. არის კერძო საკუთრებისა და სადაზღვევო კომპანია Gray’s Inn Group-ის თავმჯდომარე, რომელიც 1987 წელს დააარსა, არის საერთაშორისო ქოუჩინგის ფედერაციის (ICF) მიერ სერტიფიცირებული ქოუჩი, გენერატიული ქოუჩინგის პრაქტიკოსი და Coaching Consultancy-ს დირექტორი, რობი სტაინჰაუსი არის NLPU-სა და ANLP-ს მასტერ ნლპ ტრენერი და ლონდონის ნლპ-ს სკოლოს წამყვანი ტრენერი, სანტა-კრუზის NLP University-ს პარტნიორი და ტრენერი. იგი „ლიდერობის ქოუჩინგი“ -ს ტრენინგებს ატარებს მსოფლიოს სხვადასხვა მსხვილ ბიზნეს-ორგანიზაციებში, ასევე მთავრობებისა და მესამე სექტორის წარმომადგენლებისთვის, როგორებიცაა Accenture, BNP Paribas, Bank of England, BBC, Coca Cola, Disney Corp, HSBC, KPMG, NHS, Rolls Royce, Tesco, Vadafone, გაერო და წითელი ჯვარი.
რობის ავტორობით გამოცემული წიგნები, რომლებიც შვიდ ენაზეა ნათარგმნი:
- „გონიერი ბიზნეს ლიდერობა“ (Mindful Business Leadership);
- „იფიქრე როგორც მეწარმემ“ (Think like an Entrepreneur);
- „არაჩვეულებრივი გადაწყვეტილებები“ (Brilliant Decision making);
- „როგორ განვახორციელოთ ქოუჩინგი ნლპ-ს მეშვეობით და მივიღოთ ეფექტური გადაწყვეტილებები“ (How to Coach with NLP and Making Effective Decisions).
1950 ლარი
27-28 სექტემბერი, 2018 წ.
10:00 - 18.00სთ.
ქართული და ინგლისური
თბილისი, სატუმრო „ციტრუსი“
დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავსირდით:
591 24 01 02 მანანა ჯორჯიაშვილი საქართველოს ნლპ სკოლის დამფუძნებელი


საერთო სივრცე - 1950 B

-
1
+