120B - 500B

Radisson Blu Iveria 20 ივნისი 2018 10:00
ერთ ჯერზე შესაძლებელია მაქსიმუმ 10 ბილეთის შეძენა

20 ივნისს თბილისში საქართველოს მთავარი კრიპტო ღონისძიება ჩატარდება - Blockchain & Bitcoin Conference Georgia 2018. კონფერენციის მიზანია, თითოეულ მონაწილეს კომპლექსურად გააცნოს ქვეყანაში არსებული კრიპტო ინდუსტრიის ეკონომიკური და სამართლებრივი ასპექტები.
კონფერენციის თემები:

  • მაინინგის თავისებურებები: აპარატურა, მომგებიანობა;
  • ბლოკჩეინი ბიზნესისთვის - ქეისები;
  • ბლოკჩეინის პერსპექტივები სახელმწიფო ადმინისტრირებაში;
  • კრიპტოვალუტებისა და ბლოკჩეინის რეგულაცია;
  • ICO კამპანიები: ინვესტიცია, მარკეტინგი, ტენდენციები;
  • თოქენიზაცია.
ვისთვის: ხელმძღვანელი პირებისთვის, ფინანსისტებისთვის, დეველოპერებისთვის, იურისტებისთვის, მარკეტერებისა და PR მენეჯერებისთვის.
რატომ: იმისათვის, რათა გაიგოთ მეტი იმის შესახებ, თუ როგორ მიიღოთ მოგება კრიპტოვალუტებიდან და მაინინგ ფერმის გახსნისას; მიიღოთ იურიდიული კონსულტაცია, გაზარდოთ ICO-ს მომგებიანობა, იპოვნოთ პარტნიორები, წარმოაჩინოთ თქვენი კომპანია, მოიზიდოთ ახალი კლიენტები; იმისათვის, რათა გაიგოთ, რომ თქვენი ბიუჯეტის დახარჯვა ისეთ რამეზე, რაც არ მუშაობს, არ არის კარგი აზრი.
კონფერენციის სპიკერები: გაიცანით ქართველი მოაზროვნე ლიდერები, საჯარო სტრუქტურების წარმომადგენლები, მაინერები, ქართველი და საერთაშორისო იურისტები, ეკონომისტები, ICO კონსულტანტები და ანალიტიკოსები, რომლებიც თავიანთ ქეისებს გაგიზიარებენ.
აი რამდენიმე მათგანი:
ავთანდილ კასრაძე, საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო;
მარიამ ტურაშვილი, პროექტების მართვისა და გაყიდვების სამსახური - საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო;
ვანო ნარიმანიძე, ასოციაცია ბლოკჩეინ საქართველო;
ალექს სუდაძე, ბიტკოინის საელჩო საქართველოში;
დავით კიზირია, Innovation and Development Foundation;
დენის ალეინიკოვი, Aleinikov & Partners; კატარინა გაიზელჰართი, PwC Germany;
გორდონ აინშტაინი, CKR LAW LLP;
სრული პროგრამა ხელმისაწვდომია ვებსაიტზე: georgia.bc.events/en.
ორგანიზატორი საერთაშორისო კომპანია Smile-Expo ბლოკჩეინ ღონისძიებებს მასპინძლობს მსოფლიოს 20 ქვეყანაში. 12 წელზე მეტი სამუშაო გამოცდილების მანძილზე Smile-Expo-მ მოიპოვა რეპუტაცია როგორც დიდი ინდუსტრიული ღონისძიებების ორგანიზატორმა, როგორც ევროპასა და აზიაში, ასევე ავსტრალიაშიც კი. ღონისძიებების პარტნიორები არიან ბლოკჩეინ ინდუსტრიის დამფუძნებლები საქართველოში: ასოციაცია ბლოკჩეინ საქართველო, ბიტკოინის საელჩო საქართველოში და ბლოკჩეინ სისტემების ინსტიტუტი. კონფერენციაში მონაწილეობას გეგმავს 300-მდე დამსწრე საქართველოდან, სომხეთიდან, აზერბაიჯანიდან, ყაზახეთიდან, უკრაინიდან, ბელარუსიდან, გერმანიიდან და ამერიკის შეერთებული შტატებიდან. ააშენეთ თქვენი კრიპტო ბიზნესი საქართველოში.


VIP - 500 B

-
1
+

Standart - 300 B

-
1
+

Student - 120 B

-
1
+