მთავარი / კონცერტები / ღამის სერენადები
იოსებ ბარდანაშვილის საიუბილეო კონცერტი

26 აგვისტო

სასტუმრო შერატონ ბათუმი 26 აგვისტო 2018 20:00

30B - 90B

ერთ ჯერზე შესაძლებელია მაქსიმუმ 10 ბილეთის შეძენა

X საიუბილეო საერთაშორისო ფესტივალი „ღამის სერენადები“, რომლის სამხატვრო ხელმძღვანელები არიან ლიანა და გიორგი ისაკაძეები, გაიხსნება 26 აგვისტოს სასტუმრო შერატონ ბათუმის საკონცერტო დარბაზში.

კონცერტში მონაწილეობენ ფესტივალის საბაზო მუსიკალური კოლექტივი „საქართველოს ვირტუოზები“. სოლისტი - მევიოლინე გია იაშვილი (საქართველო/ავსტრია), დირიჟორი ვახტანგ მაჭავარიანი (საქართველო/ბელგია). კონცერტს დაესწრება ცნობილი კომპოზიტორი იოსებ ბარდანაშვილი (საქართველო/ისრაელი), რომელსაც წელს 70 წელი უსრულდება. ამ თარიღს ეძღვნება კომპოზიტორის ნაწარმოები „სერენადა“ ვიოლინოს და კამერული ორკესტრისთვის, რომელსაც მევიოლინე გია იაშვილი შეასრულებს.

კამერული ორკესტრი „საქართველოს ვირტუოზები“
დირიჟორი – ვახტანგ მაჭავარიანი (გერმანია/საქართველო)
სოლისტი – გია იაშვილი – ვიოლინო (ავსტრია/საქართველო)

პროგრამა:
I განყოფილება
ვ. ა. მოცარტი – „ღამის პატარა სერენადა“, სოლ მაჟორი, K. 525

II განყოფილება
ი. ბარდანაშვილი – „სერენადა“ ვიოლინოსა და სიმებიანებისთვის
შესრულება ეძღვნება კომპოზიტორის 70 წლის იუბილეს
ა. დვორჟაკი -“ სერენადა” მი მაჟორი, თხზ. 22

აქცია 10 აგვისტომდე – ბათუმის სამივე კონცერტზე დასასწრები ბილეთის შეძენის
შემთხვევაში (აბონემენტი) მსმენელს:
A კატეგორიის ბილეთების შეძენის შემთხვევაში, ნაცვლად 120 ლარისა - 90 ლარი
(25%–იანი ფასდაკლება);
B კატეგორიის ბილეთების შეძენის შემთხვევაში, ნაცვლად 90 ლარისა - 60 ლარი (33%–იანი ფასდაკლება);

* VIP ბილეთებზე აქცია არ ვრცელდება (!)
* VIP ბილეთების მფლობელებს კონცერტის ანტრაქტის დროს სპეციალურად მათთვის
გამოყოფილ სივრცეში გავუმასპინძლდებით ტკბილეულით, ხილით, გამაგრილებელი და
ალკოჰოლური სასმელებით (!)


26 აგვისტო

სასტუმრო შერატონ ბათუმი 26 აგვისტო 2018 20:00

30B - 90B

ერთ ჯერზე შესაძლებელია მაქსიმუმ 10 ბილეთის შეძენა