მთავარი / PowerPoint Karaoke Tbilisi vol. 5
PowerPoint Karaoke Tbilisi vol. 5

15 ოქტომბერი

ტერმინალი 15 ოქტომბერი 2018 - 20:00

20B

ერთ ჯერზე შესაძლებელია მაქსიმუმ 10 ბილეთის შეძენა

PowerPoint Karaoke აერთიანებს გართობას, ტრენინგს, სახალისო შეჯიბრსა და ნეთვორქინგს.

ივენთის შესახებ:
ოფისში მუშაობისგან ადამიანები ძალიან ხშირად იწყენენ და იღლებიან, რასაც განაპირობებს კორპორატიული რუტინა: სამუშაო გეგმები, შეხვედრები და განსაკუთრებით PowerPoint პრეზენტაციები. რატომ არ უნდა გავერთოთ ტრადიციული Microsoft PowerPoint-ით, განივითაროთ საჯარო გამოსვლებისა და პრეზენტაციის უნარები, "შევეჯიბროთ" კოლეგებსა და პარტნიორებს, და ამასთანავე მოვახდინოთ სოციალიზება სხვა პროფესიონალებთან?

წესები:
ორგანიზატორები სხვადასხვა საკითხებთან დაკავშირებულ PowerPoint პრეზენტაციებს წინასწარ ამზადებენ და ანაწილებენ თანმიმდევრობას. პრეზენტაციების შესახებ მონაწილეებმა არაფერი იციან ივენთის დაწყებამდე. ღონისძიების განმავლობაში თითოეული მონაწილე ვალდებულია ექსპრომტად წარადგინოს ამ პრეზენტაციებიდან ერთ-ერთი.

როდის:
15 ოქტომბერი, 20:00

სად:
ტერმინალი, ი. აბაშიძის 34, თბილისი

Vol. 5 ზე - მონაწილეებს შეუძლიათ პრეზენტაციების გაკეთება მხოლოდ ქართულ ენაზე. მონაწილეები მიიღებენ საჩუქრებს, ხოლო შერჩეული მონაწილეები მიიღებენ სპეციალურ ჯილდოს!

ბილეთები:
კალათა I - 15 ₾
კალათა II - 20 ₾

PowerPoint Karaoke კო-ორგანიზებულია Tbilisi Startup Bureau-სა და Terminal • ტერმინალი-ს მიერ.
ღონისძიების პარტნიორები არიან Grant Thornton Georgia, Kedari Ventures, ლურჯი ოკეანე / Blue Ocean წარმატების ბიბლიოთეკა, Urban Garden, bpn.ge • ბიზნესპრესნიუსი, და Estrella Damm.


15 ოქტომბერი

ტერმინალი 15 ოქტომბერი 2018 - 20:00

20B

ერთ ჯერზე შესაძლებელია მაქსიმუმ 10 ბილეთის შეძენა

საერთო სივრცე (II კალათა) - 20 B

-
1
+
დააკლიკეთ რუკის სანახავად