მთავარი / Flamingo: Kevin Saunderson◆Delano Smith◆K-Hand◆Piotr Bejnar◆Dina
Flamingo: Kevin Saunderson◆Delano Smith◆K-Hand◆Piotr Bejnar◆Dina

23 ნოემბერი

Silk Factory Studio 23 ნოემბერი 2018 - 13:00

30B

აღნიშნული ღონისძიებაზე ბილეთების შეძენა შესაძლებელია მხოლოდ მოთხოვნით
ერთ ჯერზე შესაძლებელია მაქსიმუმ 2 ბილეთის შეძენა

23 ნოემბერს გაზეთ FLAMINGO-ს საფესტივალო სერიის პირველი მუსიკალური ღონისძიება უმასპინძლებს ელექტრონულ მუსიკაში მოღვაწე, როგორც უცხოელ ასევე ქართველ არტისტებს.
გარე სივრცე უმასპინძლებს ქართველი არტისტების ნსტალაციების გამოფენას, რომლის მიზანია ხელოვნების ეს დარგი გააერთიანოს და სინთეზში მოიყვანოს ელექტრონულ მუსიკასთან.

Flamingo Stage:

KEVIN SAUNDERSON - ლეგენდარული ამერიკელი მუსიკოსი და პროდიუსერი, ელექტრონული მუსიკის ერთ-ერთი უდიდესი ინოვატორი, რომელმაც უმნიშვნელოვანესი წვლილი შეიტანა დეტროიტული ტექნოს და ჩიკაგოს ჰაუს ჟღერადობის შექმნასა და განსაზღვრაში. მისი შემოქმედება 80-იან წლებში იწყება ტექნოს ორ გიგანტთან, Juan Atkins-თან და Derrick May-სთან კოლაბორაციით.

DELANO SMITH - ჩიკაგოში დაბადებული და დეტროიტში გაზრდილი, ჰაუს მუსიკის ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი წარმომადგენელი. ადრეული 80-იანებიდან ის ჯერ დეტროიტის ცნობილი კლუბების რეზიდენტი იყო, ხოლო მოგვიანებით მისმა მუსიკამ და დინამიურმა სეტებმა, რომელიც დისკო/ფანქ/ჰაუს ჟღერადობაზე იყო ორიენტირებული, გლობალური მნიშვნელობა შეიძინა. მისი შემოქმედების დიდი ნაწილი Mixmode Recordings-ზე გამოიცემოდა, ხოლო ლეიბლ Sushitech-თან კოლაბორაციის შემდეგ ის Panorama Bar-ის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი რეგულარული აქტი გახდა.

Flamingo stage ასევე უმასპინძლებს დეტროიტის „პირველ ლედად“ წოდებულ K-HAND -ს რომელმაც შეძლო კაცებით დომინირებულ ინდუსტრიაში თავისი სრულიად უნიკალური ნიშა შეექმნა და მსოფლიოსთვის ჰაუს მუსიკის სრულიად ახლებური ჟღერადობა შეეთავაზებინა. პროდიუსერი, რომელმაც კარიერის ადრეულ ეტაპზევე უარი თქვა Jeff Mils-ის Underground Resistance-ის შეთავაზებაზე და თავად დააფუძნა საკუთარი ლეიბლი Acacia Records, რათა დამოუკიდებლად გაეკვალა გზა მუსიკაში. K-HAND გახლავთ პირველი დეტროიტელი არტისტი, რომელიც ლეგენდარულ Warp Records-სა და !K7-თან თანამშრომლობდა.

PIOTR BEJNAR - თანამედროვე ელექტრონული მუსიკის გამორჩეული ექსპერიმენტატორი პოლონეთიდან, რომელიც ცოცხალი შესრულებისას წარმოუდგენელ ტექნიკებს იყენებს განსაკუთრებული ატმოსფეროს შესაქმნელად. მას არაერთხელ გამოუყენებია საკუთარი და მსმენელის გულისცემა მუსიკალური რითმის შესაქმნელად. OTAKE Records-ის დამფუძნებლის ცოცხალი შესრულებები მსმენელის ჩართულობითა და მოულოდნელი ექსპერიმენტებით გამოირჩევა.

წარმოშობით კანადელი, ამჟამად კი ეგვიპტეში მცხოვრები ტექნო სცენის ახალი სახე DINA, რომელიც აქტიურად იყენებს 3D მეფინგსა და ხელოვნების სხვადასხვა დარგებს მგრძნობიარე გარემოს შესაქმნელად, რითიც თანდათან იპყრობს ინდუსტრიის ყურადღებას. მას უკვე არაერთი სეტი აქვს შესრულებილი სცენის ისეთ დიდ ფიგურებთან ერთად როგორიცაა Kanding Ray, Chez Damier და სხვები.

მათთან ერთად მსმენელის წინაშე წარსდგება, ქართველი DJ და პროდიუსერი, Kat records - ის წევრი Hatsval.


Exhibition Stage
DJ Sets:

სცენას დაიკავებს ქართველი მუსიკოსი, ლეიბლ PalmsStructure-ის დამფუძნებელი DJ Send Nudes. მის ლეიბლზე დარელიზდა, ქართული ,,ანდერგრაუნდ" კულტურის გამორჩეული მუსიკოსების: Hamatsuki, Will Gates, Toke, levan Shanidze და სხვა ,,ტრეკები".

WILL GATES - ქართველი Dj და პროდიუსერი, რომელსაც გამოშვებული აქვს სოლო EP (TBA). მისი მუსიკალური მიმართულება ორიენტირებულია acide house, Chicago house და techno ჟღერადობაზე.

ZURKIN - ქართული ელექტრონული მუსიკალური კულტურის გამორჩეული არტისტი და VODKAST RECORDS-ის ერთ-ერთი დამფუძნებელი.

A.Tabukashvili - ტექნო სცენის გამორჩეული და ელექტრონული კულტურის ერთ-ერთი პიონერი მუსიკოსი, კლუბ KHIDI-ს რეზიდენტი და მუსიკალური პროექტის Greenbeam & Leon - ის წევრი. Exhibition Stage-ზე იგი წარსდგება პროექტ A.Tabukashvili-ით, რომელიც დაფუძნებულია Electro და Dub Techno ჟღერადობაზე.

LIVE Sets:

ანუშკა ჩხეიძე - 20 წლის მუსიკოსი, რომელიც ბავშვობიდან გამოირჩეოდა თავისი განსაკუთრებული ხმის ჟღერადობით. ანუშკამ რამოდენიმე წელი გაატარა მუსიკალურ სკოლაში, სადაც ის პატარა სამლოცველოში მღეროდა. იქ მან ძალიან დიდი გამოცდილება მიიღო და სწორედ ეს გახდა მისი შთაგონების წყარო შემდგომ მუსიკალურ კარიერაში. ამჟამად, ანუშკა არის CES Records- ის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი წევრი.

SAPHILEAUM - ახალგაზრდა დიჯეი, პროდიუსერი და ლაივ შემსრულებელი, რომლის მუსიკაც გამოირჩევა ემბიენთ ჟღერადობით. მისი შთაგონების წყარო ლოკალური სცენა, ეზოთერიკული არტეფაქტები და მოვლენებია. SAPHILEAUM-ის სადებიუტო EP "As If Rivers Could Speak" 2016 წელს ავსტრალიურ ლეიბლ CONTROLLED VIOLENCE-ზე გამოიცა. მისი ნამუშევრები ასევე გამოქვეყნებულია ისეთ ლეიბლებზე, როგორებიცაა: NORITE, OSLATED, LETT RECORDS, STRUCTURAL REALISM (PALMSTRUCTURE-ის სუბლეიბლი) და SOUL GATHERING.

მათთან ერთად Live Set-ით წარსდგება ქართველი DJ და პროდიუსერი WROM_AKA_ANTIPPROJECT.


23 ნოემბ.

Silk Factory Studio 23 ნოემბერი 2018 - 13:00

30B

აღნიშნული ღონისძიებაზე ბილეთების შეძენა შესაძლებელია მხოლოდ მოთხოვნით
ერთ ჯერზე შესაძლებელია მაქსიმუმ 2 ბილეთის შეძენა
დააკლიკეთ რუკის სანახავად