მთავარი / საფორტეპიანო მუსიკის საღამო - ვადიმ ხოლოდენკო
საფორტეპიანო მუსიკის საღამო - ვადიმ ხოლოდენკო

15 დეკემბერი

თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია 15 დეკემბერი 2018 - 19:00

10B - 40B

ერთ ჯერზე შესაძლებელია მაქსიმუმ 10 ბილეთის შეძენა

ვან კლიბერნის სახ. საერთაშორისო კონკურსის ოქროს მედლის (აშშ. 2013 წ.),
შუბერტის სახ. პიანისტთა საერთაშორისო (გერმანია, 2011) და სენდაის საფორტეპიანო
კონკურსების პირველი პრემიის (იაპონია, 2010), ასევე მარია კალასის სახ. პიანისტთა
საერთაშორისო კონკურსის (ათენი, 2004) გრან-პრის მფლობელი, უკრაინელი პიანისტი
ვადიმ ხოლოდენკო, აქტიურ საშემსრულებლო კარიერას ეწევა ევროპაში, აზიასა და
ჩრდილოეთ ამერიკაში. თანამშრომლობს ფილადელფიის, ატლანტის, ინდიანაპოლისის,
სან დიეგოს სიმფონიურ და როჩესტერის ფილარმონიულ ორკესტრებთან; ასევე, სამეფო
ფილარმონიულ, ბიბისი შოტლანდიის, ლუქსემბურგის, მალმიოს, ნორვეგიის რადიოს,
მადრიდის RTVE, ესპანეთის ეროვნულ და პრაღის სიმფონიურ ორკესტრებთან, ისეთ
გამოჩენილი დირიჟორების ხელმძღვანელობით, როგორებიცაა: ვალერი გერგეევი,
ლეონარდ სლატკინი, ვლადიმერ ფედოსეევი, კირილ კარაბიცი, მიგელ ჰართ-ბედოია,
კაზუკი იამადა, ვლადიმერ სპივაკოვი და იური ბაშმეტი.

პროგრამაშია:
I
მ. რაველი - სონატინა;
„ანარეკლები“
II
ს. პროკოფიევი - სონატა N6, ლა მაჟორი, თხზ. 82

https://www.youtube.com/watch?v=lDV42o3G4QA


15 დეკ.

თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია 15 დეკემბერი 2018 - 19:00

10B - 40B

ერთ ჯერზე შესაძლებელია მაქსიმუმ 10 ბილეთის შეძენა
დააკლიკეთ რუკის სანახავად