31 იანვარი

ფაბრიკა 31 იანვარი 2019 - 20:00

30B

ერთ ჯერზე შესაძლებელია მაქსიმუმ 10 ბილეთის შეძენა

რა არის Fuckup Nights?

Fuckup Nights არის გლობალური მოძრაობა და ღონისძიებების სერია, რომელიც გადმოსცემს პროფესიული მარცხის ისტორიებს. თვეში ერთხელ, მსოფლიოს სხვადასხვა ქალაქში 3-4 წარმატებული ადამიანი საკუთარ საქმიან წარუმატებლობას ფართო აუდიტორიას უზიარებს.

ბიზნესისტორიები, რომლებსაც მოჰყვა მარცხი და იმედგაცრუება, პარტნიორული ურთიერთობა, რომელიც გაფუჭდა, პროდუქტი რომელიც წარუმატებელი გამოდგა. ჩვენ მოვისმენთ ყველაფერს! Fuckup Nights მოძრაობა დაიწყო 2012 წელს მექსიკაში და დღეს უკვე მთელი მსოფლიოს მასშტაბით 84 ქვეყანასა და 300-ზე მეტ ქალაქში მიმდინარეობს.

ვისთვის ვაკეთებთ?

მეწარმეებისთვის, ბიზნესმენებისთვის, აღმასრულებელი დირექტორებისთვის, მენეჯერებისთვის, შემოქმედებითი პროფესიონალებისთვის, სტუდენტებისთვის... Fuckup Nights არის ყველასთვის, ვისაც სურს ისწავლოს სხვის შეცდომებზე, დრო გაატაროს კარგ გარემოში საინტერესო ადამიანებთან ერთად.

ვინ არიან სპიკერები?

ჩვენი სპიკერები არიან ადამიანები ვინც, განიცადა მარცხი, არ დანებდა, ისწავლა, გააგრძელა მოძრაობა და მზად არის საკუთარი გამოცდილების სხვებისთვის გასაზიარებლად.
მეცხრე ღონისძიების სპიკერები არიან:

გიორგი ლალიაშვილი, AppStack-ის თანადამფუძნებელი
ქეთა ლომიძე, ანტრეპრენერი
დავით სუბელიანი, აქტივისტი თეთრი ხმაურის მოძრაობაში
ნიკ დვალიძე, ჟურნალისტი, სცენარისტი, PR მენეჯერი

როდის და სად?

გელოდებით 31 იანვარს, ხუთშაბათს, 20:00 საათზე, ფაბრიკაში (ეგნატე ნინოშვილის ქუჩა #8) ყველაზე საინტერესო ბისზნესისტორიების მოსასმენად.

ღონისძიება ორგანიზებულია Tbilisi Startup Bureau და Impact Hub Tbilisi პარტნიორობით და მხარდაჭერილია საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო / GITA და თბილისის ღამის ეკონომიკა / Tbilisi Night Economy. ღონისძიების მასპინძელია Fabrika • ფაბრიკა.

Fuckup Nights Tbilisi vol. 9-ის პარტნიორები არიან: Friedrich Naumann Foundation for Freedom South Caucasus, Grant Thornton Georgia, Kedari Ventures • კედარი ვენჩერს, ლურჯი ოკეანე • Blue Ocean წარმატების ბიბლიოთეკა, UniPAY, Wolt, Snap Fitness Georgia, ქარვა • Karva და adjaranet.com.

ღონისძიების მედია პარტნიორები არიან Marketer.ge, Entrepreneur Georgia, AT.ge, ინდიგო • Indigo, bpn.ge • ბიზნესპრესნიუსი და რადიო შოკოლადი.

I კალათა - 15 ₾ (Sold Out)
II კალათა - 20 ₾
III კალათა - 30 ₾


31 იანვ.

ფაბრიკა 31 იანვარი 2019 - 20:00

30B

ერთ ჯერზე შესაძლებელია მაქსიმუმ 10 ბილეთის შეძენა

საერთო სივრცე (III კალათა) - 30 B

-
1
+
დააკლიკეთ რუკის სანახავად