მთავარი / ირინა ასტახოვა
ირინა ასტახოვა

02 მაისი

ალექსანდრე გრიბოედოვის რუსული დრამატული თეატრი 02 მაისი 2019 - 19:00

30B - 70B

ერთ ჯერზე შესაძლებელია მაქსიმუმ 10 ბილეთის შეძენა

ირინა ასტახოვას პირველი მუსიკალური ალბომის - „საკუთარ თავში მოგზაურობა“ - პრეზენტაზია (თარიღი, დრო, ადგილი).
თანამედროვე ცხოვრების ამაოება და გიჟური რიტმი მიიქცევს მთავარი საკითხის - საკუთარი აზრებისა და გრძნობებისადმი ყურადღებას. თანამედროვეობის ერთ-ერთი ყველაზე მონდომებული მგოსნის, ირინა ასტახოვას (შემოქმედებითი ფსევდონიმი ახ. ასტახოვა), ახალი ალბომი „საკუთარ თავში მოგზაურობა“ სწორედ შინაგანი თავისუფლებისა და საკუთარი გზის, სულიერი წონასწორობისა და გულმშვიდობის ძიებას ეძღვნება. „საკუთარ თავში მოგზაურობა“-ს საფუძლად დაედო როგორც უკვე ცნობილი, ასევე ახალი ნამუშევრები სიყვარულის, მოგზაურობისა და მარადიული ჭეშმარიტების და იმ შინაგანი ფრთაშეხმულობის შესახებ, რომელიც ცხოვრებას უფრო ნათელ ფერებში დაგვანახვებს. ალბომში პოეზია და მუსიკა ერთმანეთს აერთიანებს: ფორტეპიანოს, გიტარის, ასევე ვიოლინოს, აკორდეონისა და სხვა ინსტრუმენტების კლასიკური ხმას.

მუსიკალურ-პოეტური ალბომის - „საკუთარ თავში მოგზაურობა“ - პრეზენტაცია ჩატარდა 2018 წლის შემოდგომაზე. „Daily აფიშა“-ს ვერსიით, ირინა ახ. ასტახოვა შედის რუსეთის ქსელური პოეზიის ტოპ-ლიგაში. 2013-2014 წლებში ირინამ 8 ქვეყნის 53 ქალაქში 120-ზე მეტი კონცერტი ჩაატარა, რომლებსაც 35 000-ზე მეტი ადამიანი ესწრებოდა. მისი ლექსების სადებიუტო კრებული „მამაკაცური ლირიკა / ქალური ლირიკა“ გამოვიდა 2013 წელს, რომელიც ორი წიგნისგან შედგებოდა. ერთ წიგნში დაწერილია ლექსები ქალის სახელით, მეორეში კი - კაცის სახელით. იმავე წელს ირინა დაჯილდოვდა „ოქროს გორგული“-თ ნომინაციაში „წლის საუკეთესო არტ-
პროექტი“. 2015 წლის ოქტომბერში მხატვრის ცენტრალურ სახლში გამართულ კონცერტზე პოეტმა წარადგინა შემდეგი კრებული „მარშრუტის შეცვლის დროა“. 2017 წელს ირინამ გაახარა მკითხველები მესამე კრებულის გამოქვეყნებით, სადაც შედიოდა უკვე როგორც ნაცნობი „მამაკაცური/ქალური ლირიკის“ ლექსები, ასევე სრულიად ახალი ნაწარმოები. „ესკმო“-ს გამომცემლობამ გამოსცა ირინას წიგნი, რომლის საერთო ტირაჟმა შეადგინა 22 000 ეგზემპლარი, ხოლო პირველი 7000 ეგზემპლარი გაიყიდა სარეკორდოდ მცირე ვადაში - ერთ კვირაში.


2 მაისი

ალექსანდრე გრიბოედოვის რუსული დრამატული თეატრი 02 მაისი 2019 - 19:00

30B - 70B

ერთ ჯერზე შესაძლებელია მაქსიმუმ 10 ბილეთის შეძენა
დააკლიკეთ რუკის სანახავად