07 მაისი

თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია 07 მაისი 2019 - 20:00

10B - 40B

ერთ ჯერზე შესაძლებელია მაქსიმუმ 10 ბილეთის შეძენა

ჯოელ ფრამი , ტენორ-საქსოფონისტი, ჯაზის მოყვარულთა შორის ცნობილია, როგორც თანამედროვეობის ლეგენდა. მის დაკვრას ახასიათებს უბადლო ემოციური გამოხატულება და ტექნიკური უნარები, რაც სრულად მოიცავს ამერიკული ჯაზის, ფანკის, როკისა და ბლუზის ტრადიციებს. მისი თაობის ისეთ წამყვან მუსიკოსებთან თანამშრომლობამ, როგორებიცაა: ბრედ მელდაუ, მეტ ვილსონი, ჯეინ მონეტი და არი ჰოენიგი და მისმა, როგორიც ლიდერის ხელწერამ, ჯოელ ფრამს დაუმკვიდრა წამყვანი ადგილი ჩვენი დროის ყველაზე მნიშვნელოვან და საინტერესო მუსიკოსებს შორის.
მის შესრულებას ახასიათებენ, როგორც თბილს, მასშტაბურს, გულისხმიერს, ემოციურად მრავალფეროვანსა და ტექნიკურად სრულყოფილს.

დენ ლუმისი, ხანგრძლივი საშემსრულებლო გამოცდილების მქონე მუსიკოსი, გაბედული ლიდერი, მოთხოვნადი საიდმენი და კომპოზიტორია, რომლის მსოფლმხედველობამ და სულიერი თუ შინაგანი სიღრმეების ძიებამ განაპირობა მისი ინოვაციური და გულში ჩამწვდომი ნაწარმოებების შექმნა. ბასის გარდა, ის არაჩვეულებრივად ფლობს კალამს და წარმატებით ქმნის მუსიკას, ხშირად დაკვეთითაც კი. არა ერთი მნიშვნელოვანი ჯგუფის პარალელურად, ლუმისი ასევე, ვადიმ ნესელოვსკის ტრიოს წევრია. გამოდის ნიუ-იორკის წამყვან კლუბებში, ლინკოლნ ცენტრში და ასევე, ევროპის, კანადის, ავსტრალიის, ჩინეთისა და მთელი ა.შ.შ.- ს წამყვან სცენებზე.

ერნესტო კერვინიმ, სახელი გაითქვა, როგორც უაღრესად მოთხოვნადმა პარტნიორმა და შემდგარმა ლიდერმა. დრამერი და კომპოზიტორი გამოირჩევა ღრმა მუსიკალურობითა და მოზღვავებული, გადამდები ენერგეტიკით. მის სტილს აღწერენ, როგორც პეპელასავით მსუბუქს და ფუტკრის ნაკბენივით მწვავეს. ,,თანამედროვე დრამერის" მიხედვით: კერვინი მოგვაგონებს ძველი სკოლის წარმომადგენლებს არტ ბლეიკსა და ბილი ჰიგინსს. კერვინი ძლიერი და შთამბეჭდავი პიროვნებაა, რაც გამუდმებით იზიდავს და ხიბლავს მსმენელს.


7 მაისი

თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია 07 მაისი 2019 - 20:00

10B - 40B

ერთ ჯერზე შესაძლებელია მაქსიმუმ 10 ბილეთის შეძენა
დააკლიკეთ რუკის სანახავად