კიდევაც დაიზრდებიან

29 სექ

შალიკაშვილის თეატრი 29 სექტემბერი 2018 - 20:00

15B


ამოდის ვაზი - ქართველი კაცის სიცოცხლისა და ბედნიერების სიმბოლო. მის ზრდასთან ერთად მოდის სიყვარული. ქალ-ვაჯი ჯვარს იწერს. მალე ბედნიერ ოჯახს ბიჭი შეეძინება, ბავშვს ნათლავენ. ამ დროს საქართველოს მტერი შემოესევა. ხალხი განსაცდელშია. დედა ღმერთს შესთხოვს უშველოს მის პირმშოს, მაგრამ ამაოდ. ეკლესია ინგრევა და მის ნანგრევებში ბავშვი იღუპება. დასაფლავები დღეს დედა შვილს იტაცებს, ტყეში მიჰყავს და მთელი ღამე უმღერის იავნანას. დედის სიმღერა, მისი შემზარავი გოდება „იავნანა“ ბავშვს აცოცხლებს. მშვიდობიანი ცხოვრება. მინდორში გუთანი მოჩანს. გლეხები შრომობენ, კვლავ განგაშის ხმა, რომელიც ომის დაწყებას აუწყებს ხალხს. მამაკაცებს ომში ისტუმრებენ. მარტოდ დარჩენილი ქალები ქმრებსა და შვილებს ელოდებიან. ბრძოლის ველიდან კი უმხედროდ ბრუნდებიან ცხენი. განადგურებული ქართველი კაცის ცხოვრებას ისევ დედის „იავნანა“ და ვაზის უკვდავება უბრუნებს სიცოცხლეს, ბედნიერებას, ქორწილსა და ნათლობას.


29 სექ

შალიკაშვილის თეატრი 29 სექტემბერი 2018 - 20:00

15B

დააკლიკეთ რუკის სანახავად