ზურიკელას სკოლა

15 B

ნოდარ დუმბაძის დარბაზი 27 მაისი 2018 12:00

4 თებერვლიდან ნოდარ დუმბაძის ფონდი გიწვევთ „ზურიკელას სკოლაში“ ყოველ კვირა დღეს. ორი საათის განმავლობაში თქვენს შვილებთან ერთად ლიტერატურულ-შემეცნებით შეხვედრებს გაუძღვებიან საბავშვო მწერლები (ვასო გულეური, ლელა ცუცქირიძე, ირმა ბერიძე). საინტერესო საუბრები ლიტერატურაზე; შეხვედრები მოწვეულ სტუმრებთან ხელოვნების სხვადასხვა სფეროდან. ქართული და უცხოური ლიტერატურისა და ხელოვნების კითხვა, გაცნობა; მწერალთა ბიოგრაფიები; უცნობი ამბები ხელოვანთა ცხოვრებასა და შემოქმედებაზე; მსჯელობა წაკითხულის შესახებ; ტექსტის ანალიზი; მხატვრული ნაწარმოებების პერსონაჟების განხილვა, მათი ვიზუალური გამოსახულებების შექმნა; თხრობის კულტურა, მართლწერა, წიგნის ილუსტრირების ხელოვნების შესწავლა და ხელნაკეთი წიგნების დამზადება! ხატვა, გამოჭრა, ძერწვა, აპლიკაციები, თემატური რებუსები, კროსვორდები, გამოცანები, ვიქტორინები და სხვა შემეცნებით-გასართობი აქტივობები.
შეხვედრები გაიმართება ორი ასაკობირივი ჯგუფისთვის 6-10 და 11-14 წლის ბავშვებისათვის.
თითოეულ ჯგუფში მხოლოდ 15 ბავშვი

პირველი ასაკობრივი კგუფი: 6-დან 10 წლამდე - 12: 00 -14:00 სთ.
მეორე ასაკობრივი ჯგუფი: 11-დან 14 წლამდე - 14:30 – 16:30 სთ.

ხანგრძლივობა 2 საათი

ეროვნული ბიბლიოთეკის მეხუთე კორპუსი - ნოდარ დუმბაძის დარბაზი.
თბილისი, საბურთალო, სულხან ცინცაძის N63 (ყოფილი საბურთალოს ქუჩა)


12:00

ნოდარ დუმბაძის დარბაზი