იმერული რეკვიემი

16 დეკემბერი

ახმეტელის თეატრი 16 დეკემბერი 2018 - 19:00

10B

ერთ ჯერზე შესაძლებელია მაქსიმუმ 10 ბილეთის შეძენა

რეჟისორი: ირაკლი გოგია
მხატვარი: აივენგო ჭელიძე
კოსტიუმების მხატვარი: მარიკა კვაჭაძე
ქორეოგრაფი: გიორგი რაზმაძე

მონაწილეობენ: შურა ექთანი - თათული ედიშერაშვილი, კაბირია - თამარ ბეჟუაშვილი, პისტი - მზია ტალიაშვილი, ვალოდია - მამუკა მაზავრიშვილი, როსტომი - ვაჟა ციცილოშვილი, გულთმისანი - გიორგი გასვიანი, ტატიანა - ნელი ბადალაშვილი, კლავდია - ლიკა ქუთათელაძე, სამუელა - ვასილ შიხაშვილი.

ანოტაცია:
შურა ექთანი, კაბირია, პისტი, ტატიანა, კლავდია, გულთმისანი, ვალოდია, როსტომი, სამუელა – კოლორიტული და საოცრად სევდიანი პერსონაჟები შუაგულ იმერეთიდან, წინწკილას მთაზე მიტოვებული ფსიქიატრიული საავადმყოფოს გავერანებული ტერიტორიიდან ტრაგიკომიკურ სანახაობას ქმნიან. პოლიტიკური ელფერით, იმერული პეწით გაჯერებული დიალოგები, შურა ექთნისა და მისი ყოფილი პაციენტების მოლოდინი ამ მუდმივად არეულ ქვეყანაში დალაგებული ცხოვრებისა.
„თუ მკითხავთ პიესა „იმერული რეკვიემი” რაზეა, პირდაპირ გიპასუხებთ - ჩ ვ ე ნ ზ ე ა! ჩემი გმირები ფსიქიატრიული საავადმყოფოს ყოფილი ბინადრები არიან, ისევე როგორც მთელი საქართველოა მოლოდინის რეჟიმში, ასევე ისინიც ელოდებიან იმ „რაღაცას”. განა ასე არა ვართ? ველოდებით რაღაც-რაღაცეებს, ვიღაცეებისგან „მაპს”, „ნატოში” შესვლასაც, ვფანტაზიორობთ. ფინალში რაც ხდება სპექტაკლს რომ ნახავთ მაშინ გაიგებთ. მიყვარს ჩემი გმირები და ამ სიყვარულმა დამაწერინა „იმერული რეკვიემი“ - რეზო კლდიაშვილი, დრამატურგი.

ერთ მოქმედებად, ხანგრძლივობა 1 სთ და 25 წუთი

16 დეკ.

ახმეტელის თეატრი 16 დეკემბერი 2018 - 19:00

10B

ერთ ჯერზე შესაძლებელია მაქსიმუმ 10 ბილეთის შეძენა
დააკლიკეთ რუკის სანახავად