ვერიფიცირებული ორგანიზატორი

25 აგვ

ქობულეთის ფიჭვნარი 25 აგვისტო 2018 17:00

45B - 75B

Kobuleti Ozone Fest-ის ორგანიზატორებისგან:

როგორც იცით 25 აგვისტოს ახალი ფესტივალის Kobuleti Ozone Fest-ის დებიუტი უნდა შემდგარიყო. ძალიან ვწუხვართ, მაგრამ მთელი რიგი გარემოებების გამო ფესტივალის მზადების პროცესი შეფერხდა, რამაც მის ხარისხიანად ჩატარებას საფრთხე შეუქმნა. Kobuleti Ozone Fest წელს აღარ გაიმართება და ვეცდებით ამ ფესტივალის ჩატარების იდეა უფრო კარგი დროისთვის გადავდოთ.
ბოდიშს ვუხდით ყველა იმ ადამიანს ვინც აპირებდა ფესტივალზე დასწრებას. იმედია უცხოეთიდან მოწვეული ბენდები - DDT და Nemra გაისად მეათე საიბულეო Tbilisi Open Air-ზე გამოვლენ.
მოლაპარაკებები უკვე დაწყებულია.
მათ ვინც უკვე შეიძინა Kobuleti Ozone Fest 2018-ის ბილეთები გთავაზობთ აირჩიოთ ერთ-ერთი:
1. ბილეთის საფასურის დაბრუნება.
2. Tbilisi Open Air 2019-
ის სამდღიანი საშვი (აბონემენტი).

პირველი არჩევანის შემთხვევაში ბილეთების დაბრუნება შეგეძლებათ 21 აგვისტოს 12:00-დან 28 აგვისტოს 18:00-მდე.
გთხოვთ ყურადღებით გაეცნოთ დაბრუნების ინსტრუქციას:
21 აგვისტოს 12:00-დან გახსენით თქვენს მიერ შეძენილი ონლაინ ბილეთები და დააწექით ,,დაბრუნება’’-ს. ბილეთების თანხა ავტომატურად გადმოგერიცხებათ იმავე საბანკო ანგარიშზე, რომლიდანაც ჩამოგეჭრათ ყიდვისას.
სალაროში შეძენილი ბილეთების დასაბრუნებლად ისევ უნდა მიაკითხოთ იმავე სალაროს ბილეთების შემძენის პირადობის დამადასტურებელი მოწმობითა და შეძენილი ბილეთებით (21 აგვისტოს 12:00-დან 28 აგვისტოს 18:00-ის ჩათვლით).
თუ თქვენ 28 აგვისტოს 18:00-მდე არ დაიბრუნებთ ბილეთების თანხას, ავტომატურად ჩაითვლება, რომ გააკეთეთ მეორე არჩევანი და საჩუქრად მიიღებთ Tbilisi Open Air 2019-ის სამდღიან აბონემენტს.
Tbilisi Open Air 2019-ის სამდღიან აბონემენტს გამოგიგზავნით ფესტივალის დაწყებამდე არაუადრეს 10 დღის და არაუგვიანეს 3 დღისა. ელ ფოსტის მისამართზე, რომელიც დაფიქსირებული გაქვთ ბილეთის შეძენისას.
ეს ინფორმაცია თქვენს მიერ ყიდვისას მითითებულ ელექტრონული ფოსტის მისამართზეც გამოგეგზავნებათ.
კიდევ ერთხელ გიხდით დიდ ბოდიშს და გელოდებით Tbilisi Open Air-ზე.


25 აგვ

ქობულეთის ფიჭვნარი 25 აგვისტო 2018 17:00

45B - 75B

II კალათა - 45 B

-
1
+

ბილეთი+ტრანსფერი - 75 B

-
1
+