ჩხიკვთა ქორწილი
ვერიფიცირებული ორგანიზატორი

28 აგვ

შავი ზღვის არენა 28 აგვისტო 2018 19:00

15B - 20B


28 აგვისტოს, Check In Georgia და „ბლექ სი არენა“, შემოქმედებით გაერთიანება „ლომისთან“ ერთად, წარმოგიდგენთ ლეგენდარული ანსამბლის „ივერია“ ცნობილ მიუზიკლს „ჩხიკვთა ქორწილი“. ეს იქნება პირველი შემთხვევა, როდესაც ქართული მიუზიკლი კავკასიის რეგიონში ყველაზე მასშტაბური არენის სცენას დაიკავებს. ღონისძიება ეძღვნება საქართველოს დამოუკიდებლობის 100 წლის იუბილეს.

„ჩხიკვთა ქორწილი“ უკვე თითქმის 40 წელია წარმატებით იდგმება და უდიდესი
აღიარება მოიპოვა როგორც საქართველოში, ისე საზღვარგარეთ. მხოლოდ საქართველოში, ალექსანდრე ბასილაიას და ჯემალ ბაღაშვილის ეს გახმაურებული მიუზიკლი სხვადასხვა წელს თითქმის 800-ჯერ ჩატარდა. მიუზიკლი, რომელზეც თაობები გაიზარდა! ღონისძიება, რომელზეც შეგიძლიათ, ოჯახთან ერთად წახვიდეთ და მიიწვიოთ თქვენი უცხოელი მეგობრები, ალექსანდრე ბასილაიას უკვე კლასიკად ქცეული ცნობილი კომპოზიციები, რომელსაც არა მხოლოდ საქართველოში მღერიან...

მონაწილეობენ:
თემურ წიკლაური, ნუგზარ კვაშალი, ნუცა ბუზალაძე, ანდრია გველესიანი, ბორის ბედია, ხვიჩა მაღლაკელიძე, ვახტანგ ტატიშვილი, გურამ ჯაში, მანანა თოდაძე, ქეთი წიკლაური, თამუნა ტაბატაძე, მერაბ სამყურაშვილი, დიტო საკანდელიძე, ჯანო იზორია, გია დავითიანი, გუჯა მარდალეიშვილი, ავთანდილ თაბუკაშვილი, გოგა ოსეფაშვილი, ლუიზა კობალაძე, ლილი ზღვაური, ჯემალ ბაღაშვილი,ზურა ლალიაშვილი, ვიქტორ ლალიაშვილი, დათო აბულაძე, გია ბაღაშვილი, ფრიდონ სულაბერიძე (უმცროსი), ლაშა მძინარაშვილი, მირიან ბერელიძე, ირაკლი ნადირაშვილი, მაიკო ვაწაძე, შორენა ჯაფარიძე ცისია კალანდაძე, ეკა მოდებაძე, ლუკა წიკლაური, ილა საბაძე თენგო გუმბერიძე, დათო მჭედლიშვილი, ალექსანდრე ჯაფარიძე.

კომპოზიტორი - ალექსანდრე ბასილაია
ლიბრეტოს ავტორები - ჯემალ ბაღაშვილი და ავთანდილ გელოვანი
მხატვრები - ანი ნინუა და ნინო სურგულაძე
დამდგმელი ქორეოგრაფები - კოტე ფურცელაძე და ფრიდონ სულაბერიძე

კარი გაიღება: 19:00
დასაწყისი: 21:00

28 აგვ

შავი ზღვის არენა 28 აგვისტო 2018 19:00

15B - 20B