ჯგუფი სახე
ვერიფიცირებული ორგანიზატორი

24 აგვ

შავი ზღვის არენა 24 აგვისტო 2018 19:00

20B - 50B


24 აგვისტოს, Check In Georgia და „ბლექ სი არენა“ წარმოგიდგენთ ჯგუფ „სახის“ სოლო კონცერტს „20 წელი სახესთან ერთად". ღონისძიება ეძღვნება საქართველოს დამოუკიდებლობის 100 წლის იუბილეს.

პოპულარულ ჯგუფს წელს დაარსებიდან 20 წელი შეუსრულდა. სპეციალურად „ბლექ სი არენას“ გრანდიოზული კონცერტისთვის შეიქმნა „სახის“ ბენდი, რეპერტუარს კი ემატება 10 ახალი სიმღერა, რომლებიც უკვე ჩაწერის პროცესშია. კონცერტის სპეციალური სტუმარი იქნება ჯგუფ Poetry'N'Motion-ის წევრი - მაიკლ უილიამსი, რომელთან ერთადაც „სახემ“ „ჩემო თბილის-ქალაქოს“ ახალი ვერსია ჩაწერა. მასთან ერთად კიდევ ორი ახალი სიმღერა შესრულდება. დამსწრე საზოგადოება კონცერტზე ახალ სიმღერებთან ერთად, ყველა ნაცნობ კომპოზიციასაც მოისმენს „სახის“ შემოქმედებიდან.

მონაწილეობენ:
ჯგუფი „სახე“ (დათო ხუჯაძე, დათო ფორჩხიძე, ბორიკო შხიანი)
Poetry'N'Motion - მაიკლ უილიამსი
ბენდი: სანდრო სახამბერიძე, ლუკა თოფურია, ზურა კიკნაძე, კოკა მამალაძე, ზურა მახნიაშვილი.
მოცეკვავეების ჯგუფი
სტუდია „სახის“ მოსწავლეები
მხატვარი: თამარ ფოცხიშვილი
ხმის რეჟისორი: პაატა ფაცურია

კარის გახსნა: 19:00
დასაწყისი: 21:00

24 აგვ

შავი ზღვის არენა 24 აგვისტო 2018 19:00

20B - 50B