მთავარი ტრანსპორტი
თბილისის ტური

თბილისის ტური
სითი საითსინგ თბილისის წითელი ავტობუსის ტური არის ყველაზე მოსახერხებელი გზა ქალაქში უკეთ ორიენტირებისთვის, განსაკუთრებით იმ ტურისტებისთვის ვინც პირველად იმყოფებიან თბილისში. ორსართულიანი ავტობუსის ტურის ბილეთი საშუალებას გაძლევთ ახვიდეთ და ჩამოხვიდეთ ნებისმიერ გაჩერებაზე 24 საათის განმავლობაში. აუდიო გიდი რომელიც გაუძღვება ექსკურსიას თქვენს სასურველ ენაზე მოგითხრობთ ისტორიას და გიხელმძღვანელებთ ავტობუსის 9 მთავარ გაჩერებაზე , ტურის მეშვეობით შეძლებთ აღმოაჩინოთ ისეთი ღირსშესანიშნავი ადგილები, როგორიცაა ძველი თბილისი, მეიდანი, აბანოთუბანი, მდინარე მტკვარი, მეტეხის კედელი, მშრალი ხიდი, რიყის პარკი, მშვიდობის ხიდი, თავისუფლების მოედანი, რუსთაველის გამზირი, გმირთა მოედანი, აღმაშენებლის პროსპექტი და სხვა...

მოინახულე ღამის თბილისი ტურისტული ნავით მდინარე მტკვარზე.
სითი საითსინგ თბილისის ტური ნავზე საშუალებას გაძლევთ აღმოაჩინოთ ქალაქი უნიკალური მხრიდან , თქვენ შეგიძლიათ ისიამოვნოთ საღამოს პანორამული ხედებით ჩვენი ნავიდან და უფრო ახლოდან იხილოთ განათებული ძველი ქალაქი, გაშენებეული მდინარის გასწვრივ. ნავის ტური მოიცავს რამდენიმე ყველაზე პოპულარულ ტურისტულ ადგილს როგორიცაა მდინარე მტკვარი და ძველი თბილისის შემოგარენი, მეტეხის კლდე რომლის თავზეც განთავსებულია ტრადიციული არქიტექტურული სახლები, აბანოთუბანი, რიყის პარკი, მშვიდობის ხიდი, იუსტიცისს სახლი, გორგასლის ძეგლი და სხვა... ტური ნავზე საუკეთესო ვარიანტია ოჯახებისთვის, წყვილებისთვის, მეგობრებისთვის და იმათთვის ვინც მარტო მოგზაურობს.


თბილისის ტური

თბილისის ნავის ტური