ვერიფიცირებული ორგანიზატორი

21 სექ

Lopota Lake Resort & Spa 21 სექტემბერი 2018 15:00

500B - 2500B

21-23 სექტემბერს, კახეთში, სასტუმროში „Lopota Lake Resort & Spa“, რიგით მეორე ფესტივალი - „Jazz and Wine Kakheti“ გაიმართება. ფესტივალში, ტრადიციულად მსოფლიოში ცნობილი მუსიკოსები მიიღებენ მონაწილეობას. მათ შორის, დვეინ დობსი, Aglio Olio & Swing, Yessa, Bahama Soul Club, ჯუდით ჰილი და სხვა. „Jazz and Wine Kakheti“-ს ფარგლებში, კონცერტების გარდა, დაგეგმილია ღვინის თემატიკასთან დაკავშირებული არაერთი ღონისძიება - ქართული ღვინის კომპანიები მოაწყობენ ღვინის დეგუსტაციებს და ჯაზური მუსიკის ფონზე, სტუმრებს საშუალებას მისცემენ დააგემოვნონ სხვადასხვა სახის ღვინო; ცნობილი სომელიეები ღვინის მოყვარულებს გააცნობენ საინტერესო ფაქტებსა და დეტალებს ღვინის შესახებ; ორი დღის განმავლობაში, ფესტივალის სტუმრებს, ასევე საშუალება ექნებათ, მსოფლიოში ცნობილ მუსიკოსებთან ერთად, მონაწილეობა მიიღონ რთველში, ამოავლონ ჩურჩხელა და დაწურონ ღვინო.

ფესტივალის წარმდგენი: თიბისი სტატუსი
· თიბისი ბანკის პერსონალური საბანკო მომსახურება თიბისი სტატუსი; ფესტივალის ორგანიზატორი:
· კომპანია „ისთერნ პრომოუშენსი“ (Eastern Promotions);
ფესტივალის პროგრამა:

21 სექტემბერი - პარასკევი

22 სექტემბერი - შაბათი
  • საუზმე
  • DJ სეტი აუზთან
  • AGLIO OLIO & SWING-ის შოუ
  • ღვინის დეგუსტაცია
  • იტალიელი შეფ-მზარეულების შოუ-პროგრამა
  • YESSA-ს კონცერტი
23 სექტემბერი - კვირა
  • საუზმე
  • Dj სეტი აუზთან
  • რთველი
  • მთავარ სცენასთან - მწვადი, ღვინის დაწურვა, ჩურჩხელის ამოვლება, ქართული ნუგბარის დაგემოვნება.
  • დვეინ დობსის კონცერტი

სასტუმროს პაკეტის ღირებულება - 2500 ლარი
სასტუმროს პაკეტი მოიცას ორი ადამიანი 3 ღამის განმავლობაში სასტუმროში განთავსებას, საუზმეს და ყველა კონცერტზე დასწრებას.
ონლაინ იყიდება მხოლოდ Standard King კატეგორიის ნომრები (ერთი დიდი საწოლი). სხვა კატეგორიის პაკეტებით (Standard Twin (ორი, ცალ-ცალკე საწოლი), სამ კაციანი პაკეტი, ოთხ კაციანი პაკეტი, Junior Suite-ის ტიპის ნომერი (ორ ადამიანზე)), დაინტერესების შემთხვევაში, დაუკავშირდით ორგანიზატორებს: 0322990599; +995577790017.


21 სექ

Lopota Lake Resort & Spa 21 სექტემბერი 2018 15:00

500B - 2500B