22 ნოემბერი

Spacehall 22 ნოემბერი 2018 - 23:30

30B

ერთ ჯერზე შესაძლებელია მაქსიმუმ 5 ბილეთის შეძენა

22 ნოემბერს Spacehall-ში რამდენიმე თვიანი პაუზის შემდეგ, საფესტივალო სერია DECODER-ი ბრუნდება. ახალი სეზონის პირველი ღონისძიების სტუმრები STEVE BUG, KOBOSIL და HOSH იქნებიან.

STEVE BUG - გერმანელი DJ და პროდუსერი, ერთ-ერთი გამორჩეული ლეიბლის Poker Flat Records-ის დამაარსებელია. მისი შემოქმედება აერთიანებს Deep House-სა და Acid ჟღერადობის ჟანრებს, რაც უნიკალურს ხდის მის სეტებს. ჰამბურგელ მუსიკოსს საკუთარ ლეიბლთან ერთად Minimal Techno სცენის ერთ-ერთ პიონერადაც მოიხსენიებენ. მიუხედავად იმისა, რომ არტისტი ვინილების დიდი მოყვარულია, ბოლო დროს, კლუბებში პერფორმანსისას, იყენებს Dj-ისათვის საჭირო თანამედროვე ხელსაწყოებსაც. 22 ნოემბერს, თბილისი საცეკვაო სცენის ცოცხალ ლეგენდას უმასპინძლებს.

HOSH - გერმანელი მუსიკოსი ჰოში საქართველოს პირველად ეწვევა. ჩვენთვის დიდი პატივია,რომ მისი დებიუტი ქართველი მსმენელის წინაშე, სწორედ ფესტივალ დეკოდერის ფარგლებში შედგება. 2017 წელს, იგი იბიცაზე გადავიდა საცხოვრებლად, მაგრამ მას სხვებისაგან განსხვავებული მიზნები ამოძრავებდა. აქტიური კლუბური ცხოვრების ნაცვლად, მან თეთრ კუნძულზე მშვიდი ცხოვრება და თვეების მანძილზე მუსიკის შექმნა ამჯობინა.ზუსტად ამან განაპირობა მისი უნიკალური ჟღერადობა, რომელსაც ის ქართველ მსმენელს გაუზიარებს.

KOBOSIL -
ბერლინელი Dj და პროდიუსერი, Berghain-ის რეზიდენტია. მისი სადებიუტო ალბომის, “We Grow, You Decline” -ის გამოსვლისთანავე, მან ტექნო სცენაზე საპატიო ადგილი დაიმკვიდრა. მისთვის დამახასიათებელია ძლიერი და მძიმე ტექნოს ნამუშევრები. შესრულებისას ის ვირტუოზულად ახამებს ტექნო ჟანრის კლასიკოსების ნამუშევრებს, Acid, Indie და Industrial ტრეკებთან.





22 ნოემბ.

Spacehall 22 ნოემბერი 2018 - 23:30

30B

ერთ ჯერზე შესაძლებელია მაქსიმუმ 5 ბილეთის შეძენა

II კალათა - 30 B

-
1
+
დააკლიკეთ რუკის სანახავად