ილიაუნის თეატრი 16 ნოემბერი 2018 - 20:00

ტრაგედია 1 მოქმედებად

20 წლის გოგომ არჩევანი უნდა გააკეთოს:
ან უღალატოს საკუთარ რწმენას, თავისუფლებას და როგორც კანონმორჩილმა მოქალაქემ, მშვიდად იცხოვროს; ან უერთგულოს თავის პრინციპებს, გაილაშქროს წესრიგის წინააღმდეგ და გასწიროს ყველაფერი – შეყვარებული, ოჯახი, სიცოცხლე...
ან იქნებ არსებობს სხვაგვარი გამოსავალი: იქნებ შეიძლება დაარღვიო კანონი და გაპატიონ... თუ მეფის ქალიშვილი ხარ!

როგორ ვუპასუხებთ დღეს ძველ საბერძნეთში სოფოკლეს მიერ დასმულ შეკითხვას, რომელიც ჟან ანუიმ 1943 წელს საფრანგეთში ხელახლა გააჟღერა: კანონის უზენაესობა თუ პიროვნების თავისუფლება? კრეონი თუ ანტიგონე?

დამდგმელი რეჟისორი: გაგა გოშაძე
რეჟისორი: ანდრია ვაჭრიძე
მხატვარი: გოჩა აგაშენაშვილი
ტექნიკური რეჟისორი: მაკა მეტრეველი

მოქმედი პირნი და შემსრულებელნი:

ანტიგონე - თამთა ნავროზაშვილი
კრეონი - გია როინიშვილი
ჰემონი - ბაჩო ჩაჩიბაია
ისმენე - მაკა ძაგანია, ანი იმნაძე
ძიძა - თამარ მაყაშვილი
მცველი - დავით ველიჯანაშვილი
ქორო - ანდრია ვაჭრიძე

სპექტაკლის ხანგრძლივობა 1 საათი და 30 წუთი
სპექტაკლის პრემიერა შედგა 2014 წლის 14 თებერვალს

სპექტაკლი დაიდგა თბილისის მერიის კულტურული ღონისძიებების ცენტრის ფინანსური ხელშეწყობით


16 ნოემბ.

ილიაუნის თეატრი 16 ნოემბერი 2018 - 20:00
დააკლიკეთ რუკის სანახავად