21 დეკემბერი

თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია 21 დეკემბერი 2018 - 19:00

10B - 40B

ერთ ჯერზე შესაძლებელია მაქსიმუმ 10 ბილეთის შეძენა

ალიჩე კუინტავალა - სოპრანო
მიხეილ შეშაბერიძე - ტენორი
მიხეილ ქირია - ბარიტონი
ზაზა აზმაიფარაშვილი - დირიჟორი
თბილისის ზ. ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო ორკესტრი
პაროგრამაშია: პუჩინის, დონიცეტის, ლარას, ფავლოსა და ვერდის მუსიკა

ფართოდ აღიარებული და მისი თაობის გამორჩეული წარმომადგენელი მიხეილ ქირია, თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიისა და „ლა სკალას“ აკადემიის კურსდამთავრებული, პაატა ბურჭულაძის საერთაშორისო ფონდის სტიპენდიანტი, ლადო ათანელის საერთაშორისო კონკურსის პირველი პრემიის მფლობელი და ევროპის წამყვანი საოპერო თეატრების მიწვეული სოლისტია; აქტიურ საკონცერტო მოღვაწერობას ეწევა და დიდი წარმატებით გამოდის მსოფლიოს პრესტიჟულ სცენებზე.

დიდი წარმატების მქონე ტენორი - მიხეილ შეშაბერიძე არაერთი ფესტივალის მონაწილე და კონკურსის ლაურეატია; მათ შორის: ამერიკელი სოპრანოს ლელა გუბერლის მასტერ-კლასი, რენატა ტებალდისა და მარიო დელ მონაკოს სიმღერის საერთაშორისო აკადემია - ოპერა დომანი XV; მესამე ადგილი გაეტანო ფრანჩინის ახალგაზრა მომღერლების კონკურსზე პავიაში და საერთაშორისო კონკურსზე "La Città Sonora 2012" მილანში. მომღერალი დიდი აღიარებით სარგებლობს მსმენელსა და კრიტიკოსთა შორის.

„ლა სკალას“ აკადემიის კუსრდამთავრებული, ალიჩე კუინტავალა (სოპრანო) მრავალი
საერთაშორისო კონკურსების გამარჯვებულია, მათ შორის: „ისმაელ ვოლტოლინი“, „სპიროს არგირის“, რიკარდო ზანდონაი“, მარტინელა-პერტილე“ და სხვ. სისტემატურად იღებს მონაწილეობას მსოფლიოში აღიარებული მომღერლების მასტერ კლასებში ისევე, როგორც სხვადასხვა საერთაშორისო ფესტივალში; თანამშრომლობს გამოჩენილ დირიჟორებთან და გამოირჩევა, მდიდარი, მრავალფეროვანი რეპერტუარით.


21 დეკ.

თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია 21 დეკემბერი 2018 - 19:00

10B - 40B

ერთ ჯერზე შესაძლებელია მაქსიმუმ 10 ბილეთის შეძენა
დააკლიკეთ რუკის სანახავად