მთავარი / კონცერტები / საორგანო მუსიკის საღამო - მარტინ შტურმი
საორგანო მუსიკის საღამო - მარტინ შტურმი

23 დეკემბერი

თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია 23 დეკემბერი 2018 - 19:00

10B - 25B

ერთ ჯერზე შესაძლებელია მაქსიმუმ 10 ბილეთის შეძენა

მართინ შტურმი, დაბადებული რეგენსბურგში (გერმანია) 1992 წელს, პრესისა და საზოგადოების მიერ ფართოდაა აღიარებული, როგორც ორგანისტი, იმპროვიზატორი და კომპოზიტორი. შტურმი მრავალი საერთაშორისო კონკურსის გამარჯვებულია: პირველი პრემია და სპეციალური პრიზი ისტორიულ ორგანზე საუკეთესო შესრულებისათვის
ნიუნბერგის ინტერპეტაციის კონკურსზე - Internationale Orgelwoche Nürnberg (2018),
პირველი პრემია იმპროვიზაციის საერთაშორისო კონკურსზე Schwäbisch Gmünd (2017), პირველი პრემია წმ. ალბანსის სახ. საერთაშორისო საორგანო ფესტივალის ინტეპრეტაციის კონკურსში (2013), მაყურებლის პრიზი ჰაარლემის ინტერპრეტაციის საერთაშორისო კონკურსზე (2016) და სხვა.

აქტიური საშემსრულებლო კარიერის მქონე ორგანისტი ხშირად მონაწილეობს საერთაშორისო ფესტივალებზე, უკრავს ევროპის წამყვან ეკლესიებში, დიდ ტაძრებსა და საკონცერტო დარბაზებში სხვადასხვა ცნობილ ისტორიულ ორგანზე. ამასთან, შთურმი, გატაცებულია ისტორიული კლავიშიანი საკრავებით, მათ შორის: კლავიკორდი, ჰარფსიკორდი, კინოს ორგანი და ასევე, ხსშირად, გვხვდება კონცერტებში, როგორც ჯაზ-პიანისტი.

პროგრამაშია: ბახის, შტეიგლედერის, კერლის, კეიჯის, მენდელსონის, ალაინის, შტურმის ნაწარმოებები და იმპროვიზაციები.


23 დეკ.

თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია 23 დეკემბერი 2018 - 19:00

10B - 25B

ერთ ჯერზე შესაძლებელია მაქსიმუმ 10 ბილეთის შეძენა
დააკლიკეთ რუკის სანახავად