26 დეკემბერი

თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია 26 დეკემბერი 2018 - 19:00

5B - 20B

ერთ ჯერზე შესაძლებელია მაქსიმუმ 10 ბილეთის შეძენა

ფოლკლორული მუსიკის საღამო

მონაწილეობენ:
ანსამბლი „შილდა“ - ხელმძღვანელები, ძმები ბექა და გოჩა ბიძინაშვილები და გალობის უნივერსიტეტის გუნდი - ხელმძღვანელები გიორგი დონაძე და თეონა რუხაძე

გალობის უნივერსიტეტის გუნდი

გალობის უნივერსიტეტი 2006 წელს დაფუძნდა უწმინდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსის, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის ილია მეორის მიერ. უნივერსიტეტი სპეციალიზებულია ქართული საეკლესიო გალობის რეგენტებისა და ხალხური სიმღერის ლოტბარების აღზრდაზე.

გალობის უნივერსიტეტის გუნდი აქტიურ საფესტივალო ცხოვრებას ეწევა. 2016 წელს გუნდმა მონაწილეობა მიიღო საერთაშორისო ფოლკლორულ ფესტივალში “Parbeg laivelis” (კლაიპედა,ლიტვა). ამავე წელს ტრადიციული მრავალხმიანობის მერვე საერთაშორისო სიმპოზიუმში (თბილისი, საქართველო). 2017 წელს “Les Buskers de Neuchâtel” (ნოშატელი, შვეიცარია). 2018 წლის ოქტომბერში “10th Uluslararası Sanat Günleri”-ში (ტრაპიზონი, თურქეთი).

2017 წელს ფონდ „ქართული გალობის“ ფინანსური მხარდაჭერით გამოიცა გუნდის პირველი აუდიოალბომი.

ანსამბლი შილდა

2015 წელს ულამაზეს სოფელ შილდა - ში დაარსდა ღვინის კომპანია შილდა, რომელმაც უაღრესად საინტერესო კონცეფცია ღვინო და პოლიფონია – შემოგვთავაზა. ფონდმა ქართულმა გალობამ ღვინის კომპანია შილდასთან 2017 წელს ჩამოაყალიბა დედას ლევანას სახელობის ფოლკლორული ანსამბლი შილდა. ანსამბლის ხელმძღვანელები, ძმები ბექა და გოჩა ბიძინაშვილები გალობის უნივერსიტეტის კურსდამთავრებულები არიან. ანსამბლს კონსულტანციებს უწევს უხუცესი ართანელი მომღერალი, 94 წლის ანდრო სიმაშვილი. ანსამბლი შილდა ფართო აუდიტორიის წინაშე პირველად 2017 წლის მაისში წარდგა და მას შემდეგ რამდენიმე კონცერტზე, საერთაშორისო ფესტივალსა და ღონისძიებაზეც იმღერა. ანსამბლმა 2018 წელს პირველი აუდიოალბომი გამოსცა, რომელშიც მშობლიური კახური, ძირითადად კი - შილდური ნიმუშებია შეტანილი.


26 დეკ.

თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია 26 დეკემბერი 2018 - 19:00

5B - 20B

ერთ ჯერზე შესაძლებელია მაქსიმუმ 10 ბილეთის შეძენა
დააკლიკეთ რუკის სანახავად