21 დეკემბერი

ტექნოპარკი 21 დეკემბერი 2018 - 20:00

20B

ერთ ჯერზე შესაძლებელია მაქსიმუმ 10 ბილეთის შეძენა

რა არის Fuckup Nights?
Fuckup Nights არის გლობალური მოძრაობა და ღონისძიებების სერია, რომელიც გადმოსცემს პროფესიული მარცხის ისტორიებს. თვეში ერთხელ, მსოფლიოს სხვადასხვა ქალაქში 3-4 წარმატებული ადამიანი საკუთარ საქმიან წარუმატებლობას ფართო აუდიტორიას უზიარებს.

ბიზნესისტორიები, რომლებსაც მოჰყვა მარცხი და იმედგაცრუება, პარტნიორული ურთიერთობა, რომელიც გაფუჭდა, პროდუქტი რომელიც წარუმატებელი გამოდგა. ჩვენ მოვისმენთ ყველაფერს! Fuckup Nights მოძრაობა დაიწყო 2012 წელს მექსიკაში და დღეს უკვე მთელი მსოფლიოს მასშტაბით 84 ქვეყანასა და 300 ქალაქში მიმდინარეობს.

ვისთვის ვაკეთებთ?
მეწარმეებისთვის, ბიზნესმენებისთვის, აღმასრულებელი დირექტორებისთვის, მენეჯერებისთვის, შემოქმედებითი პროფესიონალებისთვის, სტუდენტებისთვის... Fuckup Nights არის ყველასთვის, ვისაც სურს ისწავლოს სხვის შეცდომებზე, დრო გაატაროს კარგ გარემოში საინტერესო ადამიანებთან ერთად.

ვინ არიან სპიკერები?
ჩვენი სპიკერები არიან ადამიანები ვინც, განიცადა მარცხი, არ დანებდა, ისწავლა, გააგრძელა მოძრაობა და მზად არის საკუთარი გამოცდილების სხვებისთვის გასაზიარებლად.
მერვე ღონისძიების სპიკერები არიან:
▫️სერგი გვარჯალაძე, თბილისის ღამის ეკონომიკის განვითარების პროექტის ხელმძღვანელი
▫️შოკო ჩაჩუა, ჰუმანას მარკეტინგის მენეჯერი და ვინტილატორის თანადამფუძნებელი
▫️მარკ ადამ ჰაროლდი, ვილნიუსის ღამის მერი
▫️თომას ბერნსი, Coda Story-ს ვიდეო პროდიუსერი!

Fuckup Nights Tbilisi-ს ეს გამოშვება ინგლისურენოვანია.

როდის და სად?
გელოდებით 21 დეკემბერს, 20:00 საათზე, ტექნოპარკში (ინოვაციების ქუჩა #7) ყველაზე საინტერესო ბისზნესისტორიების მოსასმენად.

ღონისძიება ორგანიზებულია Tbilisi Startup Bureau, Impact Hub Tbilisi და საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო / GITAპარტნიორობით და მხარდაჭერილია თბილისის ღამის ეკონომიკა / Tbilisi Night Economy მიერ. ღონისძიების მასპინძელია ტექნოპარკი საქართველო • Tech Park Georgia.

Fuckup Nights Tbilisi vol. 8-ის პარტნიორები არიან: Friedrich Naumann Foundation for Freedom South Caucasus, Grant Thornton Georgia, Kedari Ventures • კედარი ვენჩერს, ლურჯი ოკეანე • Blue Ocean წარმატების ბიბლიოთეკა, UniPAY, Wolt, Snap Fitness Georgia, ქარვა • Karva და adjaranet.com.

ღონისძიების მედია პარტნიორები არიან Entrepreneur Georgia, AT.ge, ინდიგო • Indigo, bpn.ge • ბიზნესპრესნიუსი და რადიო შოკოლადი.

I კალათა - 15 ₾
II კალათა - 20 ₾
III კალათა - 25 ₾


21 დეკ.

ტექნოპარკი 21 დეკემბერი 2018 - 20:00

20B

ერთ ჯერზე შესაძლებელია მაქსიმუმ 10 ბილეთის შეძენა

II კალათა - 20 B

-
1
+
დააკლიკეთ რუკის სანახავად