Escape Room

20B

ერთ ჯერზე შესაძლებელია მაქსიმუმ 10 ბილეთის შეძენა

ჩვენ ვართ კომპანია Escape Room, რომელიც გთავაზობთ მომსახურებას გართობის სფეროში, ჩვენი მთავარი პროდუქტი არის კვესტი რეალობაში. კვესტი რეალობაში ეს არის გუნდური თამაში, სადაც თქვენ შეასრულებთ როლს, რომელსაც ვერ მოირგებდით ყოველდღიურ ცხოვრებაში, მაგალითად, მეკობრეების გემიდან თავის დაღწევა ან ამოჰყოთ თავი ჰარი პოტერის ჯადოსნურ სამყაროში, გარდა ამისა, მოთამაშეებს მოუწევთ შეამოწმონ თავიანთი სისხარტე და მიხვედრილობა, რადგანაც კვესტის გასავლელად გეძლევათ მხოლოდ ერთი საათი.
თქვენ, გუნდთან ერთად (როგორც წესი, 2-5 კაცი) ხართ რეალურ ოთახში: ინტერიერი და დეკორაციები ქმნის გარკვეულ ატმოსფეროს, სადაც გელოდებათ სიუჟეტი ან/და დავალებები, რომელიც უნდა გადალახოთ.
ჩვენთან არის კვესტები სხვადასხვა თემებზე: კარიბის ზღვის მეკობრეები, განძის კუნძული და ჰარი პოტერი. ჩვენთან ასევე არის სათამაშო ზონა - სადაც სტუმრებს შეუძლიათ სასიამოვნო გარემოში გაატარონ დრო პრივატულ ზონაში, ითამაშონ სამაგიდო თამაშები, Playstation და ამერიკული ფეხბურთი.
კვესტებისა და სათამაშო ზონის გარდა, ჩვენ ასევე დიდი ძალისხმევა და სიყვარული ჩავდეთ სტუმრებისთვის განკუთვნილ ზონაში, სადაც მოთამაშეებს კვესტის დასრულების შემდეგ, შეუძლიათ ითამაშონ სამაგიდო თამაშები, ან გაერთონ სხვა გუნდის ლოდინში, მაგრამ, რაც მთავარია - ჩაატაროთ ნებისმიერი ღონისძიება - იქნება ეს დაბადების დღე, კორპორატიული ან უნივერსიტეტის დასრულების აღნიშვნა. ჩვენ ახლაც შეგვიძლია განვათავსოთ დაახლოებით 20-25 ადამიანი, რომელთაგან ნაწილს შეუძლია კვესტი გავლა (10 ადამიანი) და ნაწილს შეუძლია გაერთოს სტუმართა და სათამაშო ზონაში, ნებისმიერი გემოვნების მქონე სხვადასხვა თამაშით.

კარიბის ზღვის მეკობრეები
თქვენს ეკიპაჟს დაეწია ბოროტი განგება, თქვენი გემი ხელში ჩაიგდეს მეკობრეებმა, ხოლო თქვენ კი გამოგამწყვდიეს ტრიუმში. მაგრამ თქვენ ნამდვილად არ ეკუთვნით მათ რიცხვს, ვინც ადვილად ნებდება. იპოვეთ ტრიუმიდან თავის დაღწევისა და თქვენი გუნდის გადარჩენის ხერხი

განძთა კუნძული
როდესაც იპოვეთ განძის რუკა, თქვენ ღებულობთ გადაწყვეტილებას გაემგზავროთ მის მოსაძებნად. თურმე, ურიცხვი სიმდიდრე მოსვენებას გიკარგავთ არამარტო თქვენ. გეყოფათ თუ არა საზრიანობა, რომ პირველმა იპოვოთ ისინი?

10 წლიდან - ყოველგვარი შეზღუდვების გარეშე. გუნდის შემადგენლობა: 2-5 მოთამაშე. თამაშის ღირებულება: 20 ₾ ერთ მოთამაშეზე. თამაშის გასავლელად არ გესაჭიროებათ რაიმე სპეციალური მომზადება, სპეციფიური ცოდნა ან უნარი, საჭიროა მხოლოდ ყურადღება და ლოგიკა.
ბილეთების შეძენის შემთხვევაში, აუცილებლად დაუკავშირდით ორგანიზატორს.

ენები: ქართული, რუსული, ინგლისური.

სამუშაო საათები: 11:30 - 00:00
ტელეფონი : +955 551 11 55 66


Escape Room

20B

ერთ ჯერზე შესაძლებელია მაქსიმუმ 10 ბილეთის შეძენა

კვესტი 1 პერსონაზე - 20 B

-
1
+
დააკლიკეთ რუკის სანახავად