როდენი

22 აპრილი - 23 აპრილი

22 აპრილი 2019 20:00 - 23 აპრილი 2019 20:00

35B - 180B


ეიფმანის სანკტ-პეტერბურგის ბალეტი
„როდენი, მისი მარადი კერპი“
თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრი
22, 23 აპრილი 2019
დასაწყისი 20:00 სთ
ორგანიზატორი „თაგის არტი“

ფესტივალ „თბილისი რიტმის“ 2019 წლის სეზონს გახსნის მსოფლიოში სახელგანთქმული ეიფმანის სანკტ-პეტერბურგის საბალეტო დასი სპექტაკლით „როდენი, მისი მარადი კერპი“. ბალეტი წამყვანმა კრიტიკოსებმა 21-ე საუკუნის შედევრად აღიარეს. მსოფლიოს პრესტიჟულ სცენებზე ეიფმანის საბალეტო დასის ქორეოგრაფია ცეკვის თავისუფლებით, ცოცხალი დინამიზმითა და პლასტიკური აზროვნებით იზიდავს მაყურებელს. თავად მაესტრო კი თანამედროვე ბალეტმაისტერთა შორის ლიდერად არის დასახელებული.

ვირტუოზი ქორეოგრაფი 46 წევრიან დასთან ერთად თბილისს ა.წ. 21 აპრილს ეწვევა.

ბალეტი ეძღვნება დიდი ფრანგი მოქანდაკეების - ოგიუსტ როდენის და მისი მოსწავლის, შეყვარებულისა და მუზის კამილა კლოდელის ბედს და შემოქმედებას.

„როდენი სრული წარმატებით ასახავს ორ უკვდავ თემას: ურთიერთობას ხელოვნებასა და ხელოვნებას შორის და გენიოსობის საშინელ ფასს. სიუჟეტი შთაგონებულია როდენის ქანდაკებით და მოთხრობილია მისი თანამედროვე კომპოზიტორების მიერ, თუმცა ემოციური შეფერილობა მას ეიფმანმა და მისმა მოცეკვავეებმა მისცეს - ისტორიის იმ ასპექტის მოყოლით, რომლის მოყოლაც მხოლოდ ცეკვას შეუძლია“.

მეგან ფიკსი, EDGE Media Network


,,ეიფმანმა ამბის სულს მიაგნო. ვიწინასწარმეტყველებ, რომ იგი 21-ე საუკუნის ერთერთ უდიდეს ბალეტად ჩაითვლება“.

დარელ ვუდი, NYC Dance Stuff

22 აპრ.

22 აპრილი 2019 20:00 - 23 აპრილი 2019 20:00

35B - 180B

22
აპრილი
20:00

როდენი
თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრი
35 B - დან

23
აპრილი
20:00

როდენი
თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრი
35 B - დან
დააკლიკეთ რუკის სანახავად